Sunday, May 8, 2016

პროექტის პორტფოლიო



პროექტი  დამეხმარება სასწავლო  პროცესი  გავხადო მრავალფეროვანი, დავუკავშირო ცხოვრებისეულ სიტუაციებს, ის გაზრდის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას, განუვითარებს მაღალ სააზროვნო უნარ-ჩვევებს, დაეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში და განუვითარებს 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებს.
         ტრენინგმა მასწავლა თუ როგორ წარვმართო პროექტი, როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეებს. რაც მთავარია შვისწავლე შეფასების ინსტრუმენტები, რომელიც დამეხმარება ზოგადად სწავლების პროცესში.








Tuesday, April 26, 2016

  გავეცანით შეფასების ტიპებს, სტრატეგიებს. მოსწავლის ნაშრომი შევაფასე სხვადასხვა
სტრატეგიების მეშვეობით. ამ ინსტრუმენტების საშუალებით სხვადასხვა ნაშრომები შევაფასე, გავაანალიზე, რამაც საშუალება მომცა დამენახა, ითვალისწინებს თუ არა მისაღწევ მიზანს. ობიექტურად შევაფასე ის უნარ-ჩვევები, რასაც ემსახურება პროექტი.

Saturday, April 23, 2016

გავეცანი  მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს, განვიხილე ნაშრომების ნიმუშები.შევარჩიე ჩემთვის სასურველი თემას მორგებული ტექნოლოგიები,რაც საშუალებას მომცემს მივაღწიო სასურველ შედეგს,გავიდე მაღალ სააზროვნო უნარებზე.

Sunday, April 10, 2016

     პროექტებით სწავლება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს მრავალფეროვნად წარმოადგინოს საკუთარი ნააზრევი,ვიზუალური მასალით გაამდიდროს ,ფოტო და ვიდეო მასალის გამოყენებით ვიზუალურად უფრო საინტერესო გახადოს.მოსწავლეს განუვითაროს დამოუკიდებლად არჩევის,კლასიფიკაციის,დახარისხების უნარ-რჩევევები. ვფიქრობ, გაზრდის ჩართულობის ხარისხს.გამოიწვევს როგორც ინდივიდუალურ,ასევე ჯგუფებში მუშაობის უნარების გაღრმავებას,მშობელთა ჩართულობას.                                                                                                                                               მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები,შეძლებენ მათ მიერ შეგროვებული მასალების სინთეზს.